დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა კიევში ვიზიტის დროს გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას 66 მილიონი დოლარის [54 მილიონი ფუნტი] დახმარების პაკეტს გადასცემს.
ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ.
დაუნინს სტრიტის საინფორმაციო გამოშვებაში თქვეს, რომ "ახალი პაკეტი უკრაინის შესაძლებლობებს გაზრდის და ის აუმჯობესებს შორ მანძილზე სათვალთვალო და თავდაცვითი დამიზნების შესაძლებლობას."
დახმარების ახალი პაკეტი შედგება, 2000 უახლესი დრონისა და მოძრავი საბრძოლო მასალისგან, რომლებიც "უკრაინას საშუალებას მისცემენ უკეთ ადევნოს თვალყური და მიზანში ამოიღოს რუსული ძალები".
ის ასევე შეიცავს 850 Black Hornet მიკრო-დრონს, რომლებიც "სპეციალურად არის შექმნილი ქალაქებსა და სოფლებში გამოსაყენებლად და განკუთვნილია მოახლოებული მტრის ძალების გამოსავლენად."
ჯონსონმა თქვა, რომ ის უკრაინაში ჩავიდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას მხარს უჭერს და დაუჭერს "მომდევნო დღეებსა და თვეებში, უკრაინას შეუძლია და გაიმარჯვებს."- ამბობს ჯონსონი.
დაუნინგ სტრიტის ცნობით, ვიზიტის დროს ჯონსონმა და ზელენსკიმ გამართეს მოლაპარაკებები "ქვეყანაში მომავალი ზამთრის გამოწვევებზე", რომლის დროსაც პრემიერმინისტრმა თქვა: "დიდი ბრიტანეთი უცხადებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს. დიდი ბრიტანეთის უკრაინას გაუწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, მხარს დაუჭერს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენასა და სამხედრო დანაშაულების გამოძიებას."